2019 წელს უკანონო თევზჭერის 484 ფაქტი გამოვლინდა. აქედან, 162 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

აჭარაში უკანონო თევზჭერის 47 ფაქტია გამოვლენილი მიმდინარე წელს, ყველაზე მეტი, – 98 ფაქტი კი იმერეთში გამოვლინდა. შემდეგი რეგიონი ქვემო ქართლია, სადაც 59 ფაქტი გამოვლინდა, შიდა ქართლში – 48 ფაქტი.

  • კახეთში – 39
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში – 24
  • შავ ზღვაში – 24
  • გურიაში – 30
  • სამცხე-ჯავახეთში – 20
  • რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში კი, უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოვლინდა.

თბილისში გამოვლენილია უკანონო თევზჭერის 49 ფაქტი და მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს – 16.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯამში უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 410 კგ-მდე შეადგინა.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ აქრივიდან.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version