გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით,  დღეს, 26  ნოემბრის 21 საათიდან 27  ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13-18 გრადუსი
  • ღამით: 5-10 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3-8 გრადუსი 
  • ღამით: 0–5 გრადუსი 

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 28 და 29 ნოემბერს დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი.

_____________

ფოტოზე: გზა ქობულეთში. ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version