პარლამენტთა, ჩიტაძის ქუჩაზე, უსაფრთხების სამსახურთან ყვითელი ავტობუსები გამოჩნდა, საიდანაც ჩამოდიან  სპეცრაზმელები სპეციალური აღჭურვილობით.

დღეს მმართველი პარტიის წევრები მოუწოდებდნენ პოლიციას, რომ იმოქმედოს და აღკვეთოს კანონდარღვევა – გულისხმობდნენ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას.

„ტვ პირველის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, პოლიცია ჟურნალისტებს მოუწოდებს დატოვონ ის ტერიტორია, საიდანაც სპეცრაზმს აფიქსირებენ.

აქვე იმყოფებიან პოლიტიკოსები და ასევე ისმის სკანდირება – „შეცვალე“.

Published by ეთერ თურაძე

ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან

Exit mobile version