დღეს 5 ოქტომბერს, ბათუმშო ლონდონის სკვერში, „დიდი ბრიტანეთის სეზონი“ დაიწყო. პროგრამის ფარგლებში ბრიტანული დღეები საქართველოს რამდენიემ ქალაქში იმართება, მათ შორის ბათუმში.

ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ბავშვებსა და მოზარდებს კითხვები დაუსვეს დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებით. მათ საჩუქრად გადაეცათ სიმბოლიკიანი გულსაბნევები, გაერთიანებული სამეფოს დროშა, ჩანთები და სხვადასხვა აქსესუარები.

ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, ინფორმაცია მიეღოთ ბრიტანეთში არსებულ უნივერსიტეტებზე და განათლების შესაძლებლობაზე.

ღონისძიებაზე ელოდებიან ბრიტანეთის ელჩს საქართველოში. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ გადაიღონ ელჩთან ფოტოები, ასევე გაუზიარონ თავიათი იდეები, რაც ხელს შეუწყობს ბრიტანელი და ქართველი ხალხის ურთიერთობის გამტკიცებას.

