მე-16 საჯარო სკოლის ტერიტორიის გეოლოგიური და შენობის კონსტრუქციული კვლევა ჩატარდება

ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის ტერიტორიის გეოლოგიური და შენობის კონსტრუქციული კვლევის ჩატარება, როგორც აჭარის განათლების სამინისტროში გვითხრეს, შენობის დაგეგმილ რეაბილიტაციას უკავშირდება. „გადაწყვეტილი გვაქვს ამ სკოლის რეაბილიტაცია. რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტის შეძენამდე კი აუცილებელია, როგორც სკოლის ტერიტორიის გეოლოგიური, ასევე შენობის კონსტრუქციული კვლევა. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე შევისყიდით პროექტს, ხოლო სკოლის რეაბილიტაციისთვის თანხა, სავარაუდოდ, 2021 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული“ – გვითხრეს სამინისტროში. … ვრცლად მე-16 საჯარო სკოლის ტერიტორიის გეოლოგიური და შენობის კონსტრუქციული კვლევა ჩატარდება