დღეს ინტერნეტსივრცეში ბათუმზე გადაღებული ახალი ვიდეორგოლი გავრცელდა, რითაც დასრულდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ერთთვიანი კამპანია ,,აირჩიებათუმი“. ვიდეორგოლში  15 პერსონაჟი – მსახიობები, მუსიკოსები, მწერლები, შოუმენები და ტელეწამყვანები ერთადაა თავმოყრილი, ერთი თვის განმავლობაში ინტერნეტში  აჭარის სხვადასხვა ადგილის შესახებ ისინი საკუთარ ემოციურ კავშირებსა და დამოკიდებულებაზე საუბრობდნენ.

კამპანია ,,აირჩიებათუმი“ აგვისტოდან დაიწყო და მისი მიზანი აჭარის რეგიონში შიდა ტურისტების მოზიდვაა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის რეკლამირებას ქვეყნის მასშტაბით სექტემბრის ბოლომდე გააგრძელებს. აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს უცხოეთის სამიზნე ქვეყნებში კი წლის ბოლომდე გაეცნობიან.

Published by თამარ ნერგაძე

თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან. ტელ.: 568 81 41 75 / E-mail.: tamarnergadze123@gmail.com

Exit mobile version