შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის შენობაში პოლიცია ნაღმს ეძებს. უნივერსიტეტის შენობაში ნაღმის შესაძლო არსებობაზე შეტყობინება უნივერსიტეტის ელექტრონულ ფოსტაზე შევიდა.

როგორც უნივერსიტეტის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინება დაახლოებით 18:00 საათზე შევიდა.

„შეტყობინება გადავუგზავნეთ სამართალდამცავ ორგანოებს, ადგილზე იმყოფება პოლიცია, შენობა ევაკუირებულია“- გვითხრეს პრესსამსახურში.

შსს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 323 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რაც ტერორიზმით მუქარას გულისხმობს.  დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ცხრა წლამდე.

___________________

ფოტო: თედო ჯორბენაძე/„ბათუმელები“

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version