26, 27 და 28 ივლისს ბათუმში ყოველწლიური ფესტივალი Black Sea Sound-ი იწყება. პროექტის ფარგლებში კონცერტები გაიმართება ბათუმის ქუჩებში.

26 ივლისი, 20:00 საათზე, კონცერტი დაიწყება ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება ჯგუფები:

  • Savannah Fish (თბილისი);
  • Project – Free Space (ბათუმი);
  • Dj Max (ბათუმი).

27 ივლისს, ამავე დროს, „წიგნები ბათუმში“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, Flow Masters-ი დაუკრავს.

28 ივლისს, ისევ 20:00 საათზე, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, კინოთეტრ „აპოლოსთან“ კონცერტს გამართავენ ჯგუფები:

  • დუეტი, No Here (ქუთაისი),
  • Chill Out (ბათუმი),
  • Cognac (ბათუმი).

პროექტის ორგანიზატორია EREDELI.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version