საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყველას მოუწოდებს შვებულება საქართველოში გაატარონ. ზურაბიშვილი დღეს აჭარაში იმყოფება და მოკლე ვიდეომიმართვაც ჩაწერა ინგლისურ ენაზე, შავი ზღვის სანაპიროს ფონზე.
პრეზიდენტმა ვიდეომიმართვის გასაზიარებლად გამოიყენა ჰეშთეგი #SpendYourSummerInGeorgia, რომელიც მსგავს მიმართვებს აერთიანებს.