უფასო ნაყინები და ატრაქციონები – რა იგეგმება ბავშვებისთვის პირველ ივნისს ბათუმში

პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ბათუმში ბავშვებისთვის სხვადსხვა გასართობი ღონისძიება იგეგმება. ბათუმის ცენტრალურ პარკში გასართობი ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება. პროგრამით გათვალისწინებულია საბავშვო გასართობი თამაშები, ფოტოსტენდები, კომპიუტერული თამაშები, ქვიშის მოედანი. მერიის ინფორმაციით, ბავშვებისთვის დარიგდება 3 ათასი ცალი ნაყინი, პოპკორნი და ბუშტი. ამ დღეს ცენტრალურ პარკში ატრაქციონებიც უფასოდ იმუშავებს. … ვრცლად უფასო ნაყინები და ატრაქციონები – რა იგეგმება ბავშვებისთვის პირველ ივნისს ბათუმში