სუს-მა ბათუმში ვიტ ჯორჯიას 5 ფეხბურთელი დააკავა

გუშინ, 19 მაისს, ბათუმის „დინამოსა“ და „ვიტ ჯორჯიას“ მატჩის დასრულების შემდგ, ანგისის ბაზაზე ფეხბურთელები დააკავეს. „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელების დაკავების შესახებ ინფორმაცია აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა. „ბათუმელებს“ სუს-ის პრესცენტრში ასევე დაუდასტურეს, რომ ფეხბურთელები სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ფეხბურთელებს სავარაუდოდ მატჩების გაყიდვას ედავებიან. დაკავებულია 5 ფეხბურთელი. „ვიტ ჯორჯიას“ გუშინ ბათუმის „დინამოსთან“ გასვლითი შეხვედრა ჰქონდა და დამარცხდა … ვრცლად სუს-მა ბათუმში ვიტ ჯორჯიას 5 ფეხბურთელი დააკავა