გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 15  მაისის 21 საათიდან  16  მაისის  21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, სანაპირო რაიონებში, მათ შორის ბათუმში, – 15-17 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18 -23 გრადუსი 
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით,მომდევნო ორ დღეს, 17-18 მაისს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა 17,5 გრადუსია.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“, ცაგო კახაბერიძე

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version