„ქართული ენა -ეს არის მუსიკა,მაგრამ არა მიწიერი, არამედ ზეციდან გარდამოსული სულიერი მუსიკა! იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი“ – ამ დღესთან დაკავშირებით ქართულ-ამერიკულმა საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესმა” გვიმასპინძლა რისთვისაც მადლობას ვუხდით სკოლის ადმინისტრაციას და პედაგოგებს: თ.დონაძეს და მ. ზარანდიას თბილი და სასიამოვნო დახვედრისათვის!
ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და მუსიკაში. ბაღის აღსაზრდელებმა გამოავლინეს თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები.
„მადაგასკარის“ სახელით ერთხელ კიდევ გილოცავთ ამ ძვირფას დღეს!








