„ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ თანამშრომლებმა დღეს, 5 აპრილს, თამარ მეფის გზატკეცილზე, ფერდობზე, 110 ძირი  ჰორტენზია დარგეს.

ფოტო: მწვანე ბათუმი FB
ჰორტენზიები

2019 წლის ბოლომდე ბათუმში 4000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება.

ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების“ სამსახურის ცნობით, წელს აქცენტი მარადმწვანე ხე-მცენარეებზე გაკეთდება. მცენარეების შესაძენად ტენდერები ეტაპობრივად გამოცხადდება.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version