ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟოზე დააკავეს პირი, რომელიც  ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავით ცდილობდა საქართველოდან საბაჟო კონტროლისგან მალულად, თურქეთის რესპუბლიკაში გადაეტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული 1 139 ცალი მაჯის საათი, რომლის საბაჟო ღირებულება 17 199 ლარს შეადგენს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

არადეკლარირებული მაჯის საათები. ფოტო: ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახური

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version