21 თებერვალს, ღამით, ბათუმში, რესტორან „სანრემოსთან“ 25 წლამდე ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო სამედიცინო სამსახურს მამაკაცი ჩამომხრჩვალი დახვდა.

შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს – თვითმკვლელობამდე მიყვანა.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version