სოფელ ფერიაში ახალი ოთხსართულიანი სკოლა აშენდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 3 794 100 ლარი დაიხარჯება. ახალი სკოლის შენობა ოთხსართულიანი იქნება და ის 430 მოსწავლეზეა გათვლილი. აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2019 წლის 17 თებერვალს დაიწყება და 22 თებერვალს დასრულდება. სკოლის მშენებლობა ორ წელში უნდა დამთავრდეს. ახალი სკოლის პროექტით, რომელიც 2017 წელშია მომზადებული, საპროექტო … ვრცლად სოფელ ფერიაში ახალი ოთხსართულიანი სკოლა აშენდება