დღეს, 12 იანვარს ბათუმში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. 12 იანვრის 21 საათიდან 13 იანვრის 21 საათამდე კი, გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ.

აღნიშნულ პერიოდში ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 1-6, დღისით  8-13 გრადუსი სითბო, მთიან რაიონებში კი – ღამით 3-8 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო.

შავ ზღვაზე იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11 მ/წმ, უმეტესად უნალექოდ. ხილვადობა კარგი. ტალღის სიმაღლე  7-12 [2-3 ბალი]. ზღვის წყლის ტემპერატურა 8.8 გრადუსი.

14 და 15 იანვარს ბათუმსა და აჭარის მთელ ტერიტორიაზე, სინოპტიკოსთა პროგნოზით მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version