15 იანვრიდან თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ელექტრონულ სისტემაში შეინახება

2019 წლის 15 იანვრიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში არსებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი ყველა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გადასცეს ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში. „ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის [EHR] ფუნქციონირებისა და  წარმოების წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით 2019 წლის 3 იანვარს დამტკიცდა … ვრცლად 15 იანვრიდან თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ელექტრონულ სისტემაში შეინახება