გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26  დეკემბრის  21 საათიდან 27 დეკემბრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით  წვიმა, მთაში – თოვა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 3 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა 

სინოპტიკოსების ცნობით, 28-29 დეკემბერს მოსალოდნელია  დროგამოშვებით წვიმა, სუბტროპიკულ ზონაში შესაძლებელია სეტყვა, მთაში კი – ითოვებს.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version