შუახევის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას ტყის ხანძრის ახალი მანქანა გადაეცა. მაღალი გამავლობის, მანევრირებადი და სწრაფი მანქანის უპირატესობა რთულ რელიეფურ პირობებში გადაადგილებაა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ტყის ხანძრების რისკს.

ოქტომბერში ტყის ხანძრის ახალი მანქანები 13 რეგიონს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეგიონების სახანძრო-სამაშველო ძალების ავტოპარკს გადასცეს. მაშინ აჭარაში ასეთი მანქანა მხოლოდ ხულოს გადაეცა. უახლოეს მომავალში ტყის ხანძრის ახალ მანქანას ქედასაც გადასცემენ.

რეგიონების სახანძრო-სამაშველოებს ტყის ახალი სახანძრო მანქანები გადასცეს

Published by ია ფრანგიშვილი

ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან

Exit mobile version