ბათუმის ბულვარში რუსეთის დროშა გამოფინეს [ვიდეო]

ბათუმის ბულვარში ერთ-ერთი რესტორნის შენობაზე რუსეთის დროშა ფრიალებს.  დროშები დღეს გამოფინეს. ადგილზე რუსეთის დროშის გამოფენა მოქალაქე შოთა კვანტალიანმა გააპროტესტა, რომელიც ბულვარში ველოსიპედით სეირნობდა. მისი თქმით საქართველოში ოკუპანტის დროშის გამოფენა მიუღებელია და ვერანაირი მიზეზი, „მათ შორის ვერც ტურისტების მოზიდვა, ამას ვერ გაამართლებს.“ ადგილზე გამოფენილია ასევე აჭარისა და უკრაინის დროშები, ჯერჯერობით საქართველოს დროშა გამოფენილი არ არის. „ბათუმელები“ … ვრცლად ბათუმის ბულვარში რუსეთის დროშა გამოფინეს [ვიდეო]