ამ წუთებში ბათუმში, ევროპოს მოედანზე, სოფლის ტურიზმის ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალზე შეგიძლიათ ადგილზე დააგემოვნოთ და შეიძინოთ ფერმერების მიერ წარმოდგენილი პროდუქტი.

ფოტო: ლელა დუმბაძის

ფესტივალზე წარმოდეგნილია ეთნოგრაფიული ნიმუშები, – დაწნული კალათები, საქსოვი დაზგები, სოფლის ნალიის მინიატურა და ა.შ

სასოფლო-სამეურნე პროდუქციის გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, ევროპის მოედანზე მიმდინარეობს სხვადასხვა ფოკლორული ანსამბლის კონცერტი.


ფოტო: ლელა დუმბაძის
ფესტივალზე დღის განმავლობაში დაგეგმილია გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის. მათთვის სპეციალურად მოწყობილ თივის ლაბირინთებში სხვადასხვა გასართობი აქტივობები იმართება. დღის ბოლოს ევროპის მოედანზე დაუკრავენ ბენდები: „ასეა სულ“ და „ლურჯი იალქანი“.
ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ მხიარულ შეჯიბრებებსა და მასტერკლასებში: „განდაგანას“ ცეკვისა და კულინარიული მასტერკლასი, ჩურჩხელის ამოვლება, ჭაჭის გამოხდა, ბოულინგი გოგრებით, შეშის დაჩეხვა, სინორისა და ბორანოს მომზადება.

სოფლის ტურიზმის ფესტივალი გაგრძელდება ხვალ, 7 ოქტომბერსაც. დღის ბოლოს დაგეგმილია კონცერტი, ზვიად ბოლქვაძის, სოფო ბათილაშვილისა და ბენდ „ნიუტონის“ მონაწილეობით.

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა “აჭარაში 2015 წლიდან იმართება და მისი მიზანი მთიანი აჭარის პოპულარიზაციაა.



