ქობულეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრი გაიხსნა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით არის აგებული. ცენტრი აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. გათვალისწინებულია სივრცე სამედიცინო სახარჯი მასალისა და სხვა ტექნიკური ინვენტარისთვის.

შენობის გარე პერიმეტრზე განთავსდება ავტოპარკი.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ახალი ცენტრის გახსნაზე აღნიშნა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა მაღალმთიან აჭარაშიც იგეგმება.

Published by ია ფრანგიშვილი

ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან

Exit mobile version