დღეს დაბა ურეკში მაშველებმა სომხეთის სამი მოქალაქე გამოიყვანეს ზღვიდან.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მშობლები და 15 წლის გოგონა ზღვის სიღრმიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ.

დღეს მაშველებმა ასევე რუსეთის – ორი და ერთი საქართველოს მოქალაქე გადაარჩინეს.

უწყების ინფორმაციით, ტურისტები არ დაშავებულან.

 

Published by ია ფრანგიშვილი

ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან

Exit mobile version