საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ დღეს, 14 ივლისს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი და შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს, რომ ბანაობა აკრძალულია.

„შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება. გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები“ – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

შაბათ-კვირის ამინდის პროგნოზი ბათუმში

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version