გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარაში და ქალაქ ბათუმში ძირითადად ღრუბლიანი ამინდი და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში.

4-5 ივლისს ბათუმში ჰაერის ტემპერატურა იქნება:

  • დღისით: 25-30 გრადუსი 
  • ღამით: 20-25 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 23-28 გრადუსი 
  • ღამით: 13-18 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 26,6 გრადუსია, ტალღის სიმაღლე – 7-12 დმ (2-3 ბალი).

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს  დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version