აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზამლეთში საპიკნიკე ადგილების მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 531 ათას 400 ლარია.

საპიკნიკე ადგილები დანდალოს თაღოვან ხიდთან [საპარკინგე ზონის გარეშე] და ზამლეთში, ნენიის ხიდთან მოეწყობა.

საპიკნიკე ადგილების მოწყობა გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხ თვეში უნდა დასრულდეს. ტენდერში კი წინადადებების მიღება 2018 წლის 24 ივნისს დაიწყება და 29-ში შეწყდება.

საპიკნიკე ადგილი დანდალოს თაღოვან ხიდთან / ფოტომონტაჟი
საპიკნიკე ადგილი დანდალოს თაღოვან ხიდთან / ფოტომონტაჟი

 

საპიკნიკე ადგილი ზამლეთში, ნენიის ხიდთან / ფოტომონტაჟი
საპიკნიკე ადგილი ზამლეთში, ნენიის ხიდთან / ფოტომონტაჟი

ამავე თემაზე:

სამინისტრო შუახევის სოფელ ზამლეთში ტურისტებისთვის საპიკნიკე ადგილს მოაწყობს

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version