დღეს, 12 მაისს, ბათუმში, „ევროპის მოედანზე“, ახალგაზრდებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი გუშინ თბილისში, ღამის კლუბებში სპეცრაზმელების შეჭრას და ახალგაზრდებზე ძალადობის ფაქტს აპროტესტებდნენ. აქცია ნახევარი საათის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.
აქცია ბათუმშიაქციის დასასრულს მონაწილეებმა გადაწყვიტეს მემედ აბაშიძის გამზირის გავლით კოლონადებთან მისულიყვნენ.ინციდენტი სწორედ ამ მსვლელობის დროს მოხდა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე – მარი ბეჟანიშვილი პოლიციის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დააკავეს.აქციის მეორე მონაწილე გიორგი ბოლქვაძე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის პოლიციას განმარტებას სთხოვდა, თუ რატომ დააკავეს მარი ბეჟანიშვილი.გიორგი ბოლქვაძის დაკავებაამის შემდეგ აქციის კიდევ ერთი მონაწილე – კობა სურმანიძეც დააკავესსამი აქტივისტის დაკავების შემდეგ აქციის მონაწილეებმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. ისინი დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ.აქცია ბათუმშიაქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით სუს-ის ადმინისტრაციულ შენობასთან მივიდნენ.აქციის მონაწილეებმა გზად საყვირები შეიძინეს და მსვლელობა გააგრძელეს.მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ დაკავებულები გაათავისუფლა.მას შემდეგ, რაც დაკავებულები გაათავისუფლეს, აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედანზე დაბრუნება გადაწყვიტეს.მსვლელობა ბათუმის ქუჩებშიაქციის მონაწილეებს მთელი მსვლელობის დროს პოლიცია მიაცილებდა„სიჩუმე დანაშაულია“ – იძახდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები. ასევე ისმოდა შეძახილები: „ძირს მოძალადე პოლიცია“.