მერიის აუქციონი: მიწის ნაკვეთი მილიონად და სამსართულიანი სახლის აშენების პირობით

ბათუმის მერია ბაგრატიონის #127-ში 5429 კვ/მ მიწის ნაკვეთს 1 მილიონ 47 ათას 700 ლარად  და პირობით ყიდის. პირობა ახვლედიანის ქუჩაზე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლის ცხრა მესაკუთრისთვის იმავე ტერიტორიაზე სამსართულიანი სახლის უსასყიდლოდ მშენებლობას ითვალისწინებს. აუქციონის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა მშენებლობის დაწყება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის, დასრულება კი – 18 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს. … ვრცლად მერიის აუქციონი: მიწის ნაკვეთი მილიონად და სამსართულიანი სახლის აშენების პირობით