ბათუმში, პუშკინისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში,  მსუბუქი ავტომობილი ქალს დაეჯახა. დაზარალებული სასწრაფო დახმარების სამსახურმა „მედ ცენტრში“ გადაიყვანა. „ბათუმელების“ ინფორმაციით,  იგი მძიმედ არ დაშავებულა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version