საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  28 და 29 აპრილს ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბის ერთი მხარე [ბათუმი-ქობულეთის მიმართულება] ჩაიკეტეაბა. მოძრაობა ორმხრივი იქნება გვირაბის მეორე მხარეს.

დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გვირაბის ერთ მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვა პროფილაქტიკურ სამუშაოებსა და გვირაბის დასუფთავებას უკავშირდება.

როგორც გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ 28-29 აპრილს ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში შეზღუდული მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

 

 

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version