ვარდისფერი თოვლი გოდერძიზე

დღეს, 24 მარტს, სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე თოვლის საფარი ტრადიციული თეთრის ნაცვლად მოვარდისფეროა. როგორც “ბათუმელებს” კურორტის ადმინისტრაციაში უთხრეს, გუშინ, 23 მარტს, კურორტზე ყვითელი წვიმა წამოვიდა, რომელმაც თოვლს ფერი შეუცვალა. ტალახიანი წვიმის მიზეზი, რომელიც 23 მარტს აჭარაში მოვიდა, როგორც სინოპტიკოსებმა ახსნეს, საჰარადან გავრცელებული ქვიშიანი ქარი გახდა. ქარს, რომელმაც საქართველოში მტვრის ნარჩენები გადმოიტანა  – სიროკო ჰქვია.  ის ჩრდილოეთ აფრიკაში, უდაბნოში წარმოიშვა.  … ვრცლად ვარდისფერი თოვლი გოდერძიზე