დღეს, 23 მარტს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე წყალმომარაგების მიწოდება შეუწყდებათ ე.წ. ძველი ქსელის აბონენტებს „ბონი-გოროდოკის“ ტერიტორიაზე.

ამის მიზეზი „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, მაიაკოვსკისა და გოგოლის ქუჩების კვეთაში არსებულ მოედანზე, წყალმომარაგების მილის ურდულზე, მიმდინარე ტექნიკური სამუშაოებია.

Published by ია ფრანგიშვილი

ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან

Exit mobile version