ფლორიდის კონგრესმა მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მასწავლებლებს სკოლაში იარაღის ტარების უფლება ექნებათ. მასწავლებლებისთვის სკოლებში იარაღის დარიგების იდეა დონალდ ტრამპს ეკუთვნის. აშშ-ის პრეზიდენტს სკოლებში მასწავლებლებისთვის იარაღის დარიგების იდეა ფლორიდაში, პარკლენდის სკოლაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ მოუვიდა, რომლის დროსაც 17 ადამიანი დაიღუპა.

ფლორიდის შტატის სენატმა მხარი დაუჭირა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისას ასაკობრივ  შეზღუდვას. კანონმდებლობის მიხედვით მასწავლებლებს უფლება აქვთ, სკოლაში ატარონ იარაღი და შტატის სენატი, ამავე დროს, სასაწავლებლებში უსაფრთოების ზომებს გაამკაცრებს.

ფლორიდის შტატის საბოლოო გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე  სასამართლომ ბრალი წაუყენა 19 წლის ნიკოლას კრუზს, რომელსაც ფლორიდის ქალაქ პარკლენდში 17 ადამიანის განზრახ მკვლელობისთვის გაასამართლებენ. სასამართლო არ გამორიცხავს, რომ ნიკოლას კრუზს სიკვდილიც მიუსაჯონ.

წყარო: euronews

Published by თამარ ნერგაძე

თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან. ტელ.: 568 81 41 75 / E-mail.: tamarnergadze123@gmail.com

Exit mobile version