24 თებერვალს უკრაინის დედაქალაქში, კიევში გამართულ საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძე გახდა 72 კგ. წონით კატეგორიაში. შმაგიმ ფინალში უკრაინელი სპორტსმენი დაამარცხა ანგარიშით – 7-5.

შმაგი ბოლქვაძე 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონია თავის წონით კატეგორიაში. მან  გასული წლის ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვება რუსეთის სახელით მოასპარეზე ალენ მირზოიანთან მოიპოვა.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version