ტენდერები, რომლებითაც პრობლემები არ გვარდება

 

ლეღვა, ხუცუბანი, სამება, კვირიკე – ქობულეთის ის სოფლებია, სადაც მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აქვს. ბოლო ოთხ წელში წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის ამ სოფლებში 4 მილიონამდე ლარია დახარჯული. ტენდერს ძირითადად ერთი და იგივე კომპანია იგებს. ქობულეთის გამგებელი პრობლემის საფუძვლიანად მოგვარებას 2016 წლიდან აპირებს, როცა სოფლებისთვის მრავალმილიონიანი პროექტების შესყიდვას დაასრულებს. „ჩვენი მოსახლეობა უნიათოდ ხარჯავს წყალს… როცა გაკეთდება და გამრიცხველიანდება, იმდენი წყალი იქნება, შეიძლება თურქეთშიც გავყიდო“, – ამბობს სულხან ევგენიძე.