სასკოლო ოლიმპიადების გამარჯვებული ძმები ბათუმიდან

 

სასკოლო ოლიმპიადა „შერლოკის~ გამარჯვებულები მეოთხე და მეხუთე კლასებს შორის მათემატიკაში ბათუმელი ძმები, ათი წლის გიორგი და ცხრა წლის თორნიკე ვარშალომიძეები გახდნენ. ორივე მათგანი ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეა. ეს მათი პირველი გამარჯვება არ არის, გიორგი ვარშალომიძემ სასკოლო ოლიმპიადა „ევერესტშიც“ პირველი ადგილი დაიკავა.