„ბათუმს“ – ასე ჰქვია ბათუმზე გადაღებულ კიდევ ერთ საიმიჯო ვიდეორგოლს, რომლის ტექსტისა და მუსიკის ავტორი ნიაზ დიასამიძეა.

2017 წელს აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და ღირსშესანიშნაობების წარმოსაჩენად  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ჯამში 5 საიმიჯო ვიდეორგოლი გადაიღო. მათი ნაწილი BBC-ის, Euronews-სა და CNN-ის ეთერშიც იყო განთავსებული.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით ვიდეორგოლი  სარეკლამო კომპანია „Look production“-მა გადაიღო. კლიპის ბიუჯეტი 30 ათასი ლარია.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version