ფორუმის ორგანიზატორები არიან მსოფლიო ბანკი (The World Bank), აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ისლამური განვითარების ბანკი (IsDB), ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასა (OECD) და მართვისა და მმართველობის განვითარების პროგრამასთან (SIGMA) თანამშრომლობით.

 

კონფერენციას 100-ზე მეტი დელეგატი ესწრება შემდეგი 25 ქვეყნიდან: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, მაკედონიის რესპუბლიკა, ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, მოლდოვა, მონტენეგრო, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, სლოვენია, ტაჯიკეთი, თურქეთი, თურქმენეთი, უკრაინა, უზბეკეთი და მონღოლეთი. ფორუმის მთავარი თემაა მონიტორინგის როლი სახელმწიფო შესყიდვების სისტემის განვითარებაში.

 

ღონისძიებაზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი, სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის განხორციელების საკითხების შესახებ, ქართული მხარე იქნება. ძირითად მონაწილეებსა და დონორებთან ერთად, პრეზენტაციებს წარმოადგენენ ექსპერტები აშშ-ს გენერალური აუდიტორული ოფისიდან (GAO), ფილიპინების სამოქალაქო საზოგადოებისა და ღია ხელშეკრულებების ორგანიზაციიდან და, ასევე, დიდი ბრიტანეთიდან.

 

საერთაშორისო ფორუმი 12 ივნისამდე გასტანს.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version