ბათუმში, 23 დეკემბერს, მამა-შვილის დაჭრაში სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

შემთხვევა გუშინ ბათუმში, თამარის დასახლებაში მოხდა. მამა-შვილს ჭრილობა დანით მიაყენეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version