ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისისთვის 553 994 მოსწავლე ირიცხება. აქედან აჭარის ტერიტორიაზე – 53 998. მათ შორის ქალაქ ბათუმში – 26 621, ქედაში – 2 424, ქობულეთში 10 966, შუახევში 2 534, ხელვაჩაურში – 7 289, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტში – 4 164 მოსწავლე.

 

იმ მოსწავლეთა რაოდენობამ, რომლებმაც მიატოვეს სწავლა 2014/2015 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ქვეყნის მასშტაბით 14 104 შეადგინა. აქედან 8 196 ბიჭი და 5 908 გოგო იყო.

 

ზემოაღნიშნული სტატისტიკა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაავრცელა.

 

ფოტო ბათუმელების არქივიდან

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version