სიახლეები

გიორგი მშვენიერაძე: პორნოგრაფიის გავრცელება აკრძალული არ არის

04.05.2015
გიორგი მშვენიერაძე: პორნოგრაფიის გავრცელება აკრძალული არ არის

 

გიორგი მშვენიერაძე

 

გიორგი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პასუხისმგებაში მისცა ადამიანები, რომლებმაც გაავრცლეს სხვადასხვა ვებგვედზე პორნოგრაფიული მასალა, მაგალითად, თუ სოციალურ ქსელში გააზარია მოქალაქემ პონოგრაფიული ვიდეო ეს დასჯადია?

მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში პორნოგრაფიის გავრცელება აკრძალული არ არის. უკანონო იქნება გავრცელება იმ შეემთხვევაში, თუკი რომელიმე კანონი მას კრძალავს. მაგალითად, იარაღის უკანონო ტარება იმიტომაა უკანონო, რომ იარაღის უკანონო ტარების შესახებ კანონი ადგენს, რა ტიპის იარაღის ტარება და ვის მიერ არის ნებადართული. მაგალითად, ხე-ტყის უკანონო ჭრა, თუკი არ გაქვს ნებართვა აღებული ჭრაზე, ესე იგი არის უკანონო, რადგან ნებართვას ექვემდებარება. პორნოგრაფიული მასალის გავრცელების შემთხვევაში, ასეთი რეგულაცია არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, ის, რაც კანონით არაა აკრძალული, არის დაშვებული, შესაბამისად, ნებისმიერ პირს აქვს სრული უფლება, გაავრცელოს პონოგრაფია, თუკი ის არ ეხება არასრულწოვანს. აი, ამ შემთხევვაში გვაქვს შეზღუდვები, რადგან საერთაშორისო კონვენციის ხელმომწერები ვართ, და ეს რეგულაცია კრძალავს ამ ტიპის პორნოგრაფიის გავრცელებას ან დამზადებას.  


შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ ბრალდებულები არიან არასწრულწლოვანების  პონოგრაფიის გავრცელებაშიც. ამ შემთხვევაში ბრალდება არასწორადაა დაკვალიფიცირებული?

არასწორად არის ბრალდება წარდგენილი. ეს იმიტომ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის ქმედება საქართველოში დასჯადი ქმედება არ არის.  


თუ რომელიმე საიტიდან ჩამოვტვირთე  პონოგრაფიული ვიდეო და ავტვირთე პირად ბლოგზე, ეს დასჯადია?

არა, თუმცა როგორც საიტის მეპატრონეს გეკისრება ვალდებულება, მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი წესების თანახმად. ეს წესი ისევე ვრცელდება, როგორც, მაგალითად, უდანაშაულობის პრეზუმციისა და ადამიანის პატივისა და ღირსების დაცვის ვალდებულება.

 

ანუ იმ 40 ადამიანს, რომლებიც პასუხისგებაში მისცეს და ახლა ბრალდებულის სტატუსს ატარებენ შეიძლება ითქვას, რომ დაერღვათ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები?

  

ადამიანებს, რომლებსაც სისხლის სამართლის კოდექსი 255-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ ბრალდება, ერღვევათ კონსტიტუციით გარანტირებული უფლება „არავითარი დანაშაული სასჯელის გარეშე“. ეს პრინციპი არის სისხლის სამართალში და მოქმედებს კონსტიტუციაში: პირს, რომელსაც დანაშაული იმიტომ არ ჩაუდენია, რომ ეს ქმედება არ არის დანაშაული, არ შეიძლება ბრალი დაედოს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.