1992 წელს მოხალისეთა მიერ ნიუ-იორკში დაარსებული საქველმოქმედო კონკურსი CANSTRUCTION NEW YORK  ყოველ წელს ტარდება, გამოფენების მომწყობ ორგანიზაცია Arts Brookfield-ის დახმარებით.

დიზაინერებისა და არქიტექტორების 27 სხვადასხვა გუნდი გაუხსნელი, საკვებად ვარგისი კონსერვებისგან სხვადასხვა ფორმისა და ზომის კონსტრუქციებს აწყობს ნიუ-იორკის სხვადასხვა უბანში.

კონკურსის დასასრულს კი არქიტექტორთა საუკეთესო გუნდი ვლინდება.

როგორც გამოფენის ორგანიზატორები აღნიშნავენ,  2017 წლის კონკურსზე 80 ათასი ქილა საკვები გაიცემა, რაც 45 ათასი ოჯახის დაპურებას ნიშნავს. წლების განმავლობაში კი, რაც კონკურსი არსებობს, საერთო ჯამში 22 მილიონი კილოგრამი საკვები დაურიგადა შეჭირვებულ ოჯახებს.


არქიტექტორების გამარჯვებულ გუნდს 6 ნოემბერს აირჩევენ, გამოფენა კი ნიუ-იორკში 15 ნოემბრამდე გასტანს. ამის შემდეგ კონსერვებისგან დამზადებულ „ექსპონატებს“ ნიუ-იორკის საქველმოქმედო ორგანიზაციებში გადაიტანენ და დაარიგებენ.

ფოტო Arts Brookfield

 

ფოტო canstruction.org

Published by თამარ ნერგაძე

თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან. ტელ.: 568 81 41 75 / E-mail.: tamarnergadze123@gmail.com

Exit mobile version