გიორგი ერმაკოვი დეპუტატებზე თავდასხმაში მონაწილე პირების შესახებ

 

ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა დღეს, 17 მარტს კომენტარი გააკეთა შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ იმ თანამშრომლების შესახებ, რომლებიც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ. გიორგი ერმაკოვის განცხადებით, იურიდიული პირების თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება, მერის კომპეტენცია არ არის.