პადრე გაბრიელე ბრაგანტინი: ჩვენ გამოვხატეთ თანაგრძნობა

25 დეკემბერს კათოლიკური ეკლესია შობის დღესასწაულს აღნიშნავს. საშობაო წირვის დიდი ნაწილი ბათუმელმა კათოლიკეებმა სასტუმრო „ლეოგრანდის“ წინ ჩაატარეს, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ პადრე გაბრიელე ბრაგანტინიმ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ ამგვარად მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ტრაგედია და თანაუგრძნეს გარდაცვლილთა ოჯახებს: „ერთი თვე გავიდა იმ ტრაგედიიდან, რაც მოხდა ჩვენთან ძალიან …

ბათუმში კათოლიკეებმა საშობაო წირვა სასტუმრო „ლეოგრანდის“ წინ აღავლინეს

ხვალ, 25 დეკემბერს, კათოლიკური ეკლესია შობას აღნიშნავს. დღეს, ღამით, ბათუმში კათოლიკეებმა საშობაო ლიტურგია არა ეკლესიაში, არამედ სასტუმრო „ლეოგრანდის“ წინ გამართეს, სადაც ერთი თვის წინ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. მოგვიანებით საშობაო წირვა ეკლესიაში გაგრძელდა, სადაც პადრე გაბრიელე ბრაგანტინმა კათოლიკე მრევლს ქადაგებით მიმართა. წირვის დასრულების შემდეგ გაბრიელე ბრაგანტინიმ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ ამგვარად მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ტრაგედია …

ირმები ზამთარში [ფოტო]

ჯონ ბეტსი ბრიტანელი მხატვარი და ფოტოგრაფია. იგი ბევრს მოგზაურობს და მის ფოტოობიექტივში განსაკუთრებით ხშირად ხვდება ველური ბუნება და ცხოველთა სამყარო. ფოტოგრაფი ამავდროულად გარემოს დამცველია. „ველური ბუნების შენარჩუნება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, რომ ფოტოგრაფიას შეუძლია ხელი შეუწყოს პრობლემების გააზრებას“ – წერს ჯონ ბეტსი თავის ვებგვერდზე.   ეს ფოტოები ფოტოგრაფმა 2012 წლის ზამთარში, შოტლანდიაში გადაიღო. წყარო: boredpanda.com  …

იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გაწმინდეს – ბათუმის მერია ფოტორეპორტაჟს გამოეხმაურა

ბათუმის მერია „ბათუმელების“ ფოტორეპორტაჟს გამოეხმაურა, რომელზეც იუსტიციის სახლის მიმდებარედ, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგვით დაბინძურებული ტერიტორია იყო ასახული. მერიაში განაცხადეს, რომ პრობლემის შესახებ უკვე აცნობეს შესაბამის სამსახურს და ტერიტორია დასუფთავდა.

„ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“ – ფოტოგამოფენა თბილისში გაიმართება [ანონსი]

26 დეკემბერს, 18:00 საათზე, თბილისში, „ფაბრიკაში“,  ფოტოგამოფენა – „ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“ გაიმართება. ფოტოგამოფენის ორგანიზატორები არიან საზოგადოება „ბათომი“ და „თბილისის ჰამქარი“. გამოფენის სახელწოდება ორგანიზატორებმა ბათუმის ისტორიის ორ პერიოდს დაუკავშირეს.  მე-19 საუკუნის ბოლოს,  როცა ბათუმში ცნობილი ფოტოგრაფი, დიმიტრი ერმაკოვი ჩამოვიდა და 400-მდე ფოტო გადაიღო და ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის მერობის პერიოდს, რომლის მერობის დროსაც ქალაქში არაერთი ისტორიული …

ხვალ ბათუმში მთავარ ნაძვის ხეს აანთებენ

ხვალ, 25 დეკემბერს, საღამოს 9 საათზე ბათუმში, ევროპის მოედანზე, ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს აანთებენ. ნაძვის ხის შესაძენად შარშან ბათუმის მერიამ 256 730 ლარი გადაიხადა. ნაძვის ხის სიმაღლე 22 მეტრია, ხოლო დიამეტრი  – 11 მეტრი. ნაძვის ხის ანთებამდე ევროპის მოედანზე მთელი დღის განმავლობაში გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი. საახალწლო კონცერტები ბათუმში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ევროპის მოედანზე სტუმრებს …

ბოშები სკოლაში და სკოლის გარეშე

ჯუმბერ ალიმოვი 19 წლისაა და ქობულეთში, გელაურის დასახლებაში ცხოვრობს. ის ამ დასახლებაში პირველი ბოშაა, ვინც საჯარო სკოლას ამთავრებს და უმაღლესში ჩაბარებას აპირებს. ჯუმბერს იურისტობა უნდა. ბოშების უფლებები უნდა დავიცვა და საჭიროა კანონების ცოდნაო, – ამბობს ის. ჯუმბერი არ არის ერთადერთი, ვინც ქობულეთის ბოშათა დასახლებაში გეტყვით, რომ იურისტობა სურს. ქუჩებსა თუ ეზოებში მოთამაშე სხვა ბოშა ბავშვებიც …

შსს: მამა-შვილის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

ბათუმში, 23 დეკემბერს, მამა-შვილის დაჭრაში სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. შემთხვევა გუშინ ბათუმში, თამარის დასახლებაში მოხდა. მამა-შვილს ჭრილობა დანით მიაყენეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას.

ნაგავსაყარი იუსტიციის სახლთან ბათუმში [ფოტო]

ბათუმში, იუსტიციის სახლის უკან მდებარე ტერიტორია ისევ დაბინძურებულია. ამ ტერიტორიაზე ძირითადად სამშენებლო ნაგავი ყრია, თუმცა საყოფაცხოვრებო ნაგავსაც შეხვდებით. იგივე სიტუაციის ამსახველი ფოტორეპორტაჟი „ბათუმელებმა“ ზაფხულშიც გამოქვეყნა.  

Exit mobile version