11-12 მარტის აქცია და „სირცხვილის“ განცდა 

ანთროპოლოგი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მკვლევარი თამთა ხალვაში „ბათუმელებთან“ საუბრობს იმ თემებზე, რომლებიც  პერიოდულად იჩენს თავს აჭარლებთან მიმართებაში. როდის იძენს განსხვავებულობა დისკრიმინაციულ შინაარსს და რა სტიგმებისგან უნდა გათავისუფლდეს საზოგადოება, თამთა ხალვაში ბათუმში 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებსაც აფასებს. თამთა, თქვენს სტატიაში „სირცხვილის პერიფერია“, „სირცხვილის“ გამოვლინება უწოდეთ იმ მდგომარეობას, როცა აჭარლებს უწევთ დაამტკიცონ, აჩვენონ, რომ მათი ქართველობა არ დგას …

ავტოავარიით ქედაში მცირეწლოვანი დაიღუპა

ავტოავარიას ქედის ცენტრალურ გზაზე მცირეწლოვანი ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ 5 ადამიანი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შსს-ს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ ასევე უთხრეს, რომ მძღოლები ალკოჰოლური თრობის ქვეშ არ იმყოფებოდნენ, არ მიმალულან და თანამშრომლობენ გამოძიებასთან. ამ დროისთვის რომელიმე მათგანი დაკავებული არ არის. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის …

ბათუმში ზღვის სეზონი გაიხსნა [ფოტო]

meteo.gov.ge-ის მონაცემების მიხედვით, დღეს, 17 აპრილს, ბათუმში ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსია. ზღვის სანაპიროზე და ბულვარში დამსვენებლების რაოდენობამ მოიმატა. ტურისტებმა და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა საბანაო სეზონიც გახსნეს. „მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცხელა, ზღვა საკმაოდ ცივია,“- გვეუბნებიან მოცურავეები.  

პირუტყვის ვაქცინაცია – 800 ათასი დოზა თურქულის საწინააღმდეგოდ

სურსათის ეროვნულ სააგენტოს მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძენად მიმდინარე წელს 512 ათასი ლარი აქვს ბიუჯეტში გათვალისწინებული. შესაბამისი ტენდერი ვაქცინის [რაოდენობა 800 000 დოზა] შეძენაზე 11 აპრილს დასრულდა, თუმცა ტენდერში გამარჯვებულის საკითხი 21 აპრილამდე გაირკვევა. ვაქცინის მიწოდების ვადა კი ხელშეკრულების გაფორმების დროს დაზუსტდება. სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია „დრუნჩა“ მონაწილეობდა, რომელმაც ვაქცინის მიწოდება …

რომელ პარტიებს აღარ ეყოლებათ წევრი საარჩევნო ადმინისტრაციებში

ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო ადმინისტრაციებში წევრი აღარ ეყოლებათ: „რესპუბლიკურ პარტიას“, „კონერვატორებს“ და „თავისუფალ დემოკრატებს“. ამ პოლიტიკურ ძალებს „პატრიოტთა ალიანსი“, „ევროპული საქართველო“ და „ქრისტიან-კონსერვატორები“ ჩაანაცვლებენ. ამ პარტიების წარმომადგენლებით უკვე დამტკიცდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. საოლქო და საუბნო კომისიები კი, არჩევნების გამოცხადების შემდეგ დაკომპლექტდება. „პატრიოტთა ალიანსი“, „ევროპული საქართველო“ და „ქრისტიან-კონსერვატორები“ …

გამოფენა „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“

ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის თანაკურსელი გოგონების დამოუკიდებელი გამოფენა მიმდინარეობს. გამოფენა სახელწოდებით –  POWERPUFF GIRLS-ი, 5 მაისამდე გაგრძელდება. „მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ერთ სივრცეში მუშაობამ გაგვაერთიანა და ჩვენი ნამუშევრები არ არის შექმნილი ერთი კონკრეტული თემის ან კონცეფციის ქვეშ, ეს გამოფენა საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთგვარ ფემინისტურ განაცხადად. ამით ვამტკიცებთ,რომ ყველა ჩვენგანს …

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 140 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს

2016-2017 სასწავლო წლის დასაწყისისთვის არსებული მონაცემებით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 140 261 სტუდენტი სწავლობს, აქედან 8012 არის უცხოელი. ამასთან, 91 740 სტუდენტი სწავლობს სახელმწიფო, ხოლო  48 521 – კერძო უმაღლეს სასწავლებელში. საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნილია 565 სტუდენტი. აქედან 400 – სახელმწიფო, ხოლო 165 სტუდენტი – კერძო უმარლესი სასწავლებლებიდან. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 71 593 სტუდენტი არის ქალი, …

Exit mobile version