„აქ არის ერთადერთი ახსნა ჩემთვის: ივანიშვილი იბრძვის – ეს არის მისთვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა – გადარჩენისთვის. ივანიშვილს არც ქვეყნის შიგნით და მით უფრო ქვეყნის გარეთ არ აქვს მისთვის სასურველი გარემო – ყველგან ფეთქებადსაშიში ვითარება აქვს,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი. მას დღეს, 23 აგვისტოს, ირაკლი ღარიბაშვილისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებაზე ვესაუბრეთ: რას აჩვენებს ეს ამბავი …
Category Archives: მთავარი
ბათუმში ანგისის სტადიონთან გადასასვლელ ხიდს აღარ ააშენებენ – რა შეცვალეს 14 მილიონიან კონტრაქტში
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ახალდაგებული ასფალტის ამოჭრა იმ დროს დაიწყეს, როცა მოსახლეობის ნაწილს სამუშაოები დასრულებული ეგონა. ქალაქის მერიის განმარტებით, „მიმდინარეობს წყალარინების ჭების მოყვანა ნიშნულამდე“, რათა ასფალტის მესამე ფენა დაიგოს. თუმცა, მერიის სამმართველოსა და შპს „პალადას“ შორის დადებული 14-მილიონიანი ხელშეკრულებით სამუშაოები 2026 წლის მაისში მთლიანად უნდა ყოფილიყო დასრულებული. ხელშეკრულებაში ცვლილება რამდენჯერმე შეიტანეს, შშმ პირებისთვის საჭირო ლიფტების დამონტაჟება …
„მოსამართლემ იცის, რომ მასთან ვინც მოხვდება, ყველა დასასჯელია. ამიტომ ზის სავარძელში და თვალებს აცეცებს“
„გამოვედი თუ არა ციხიდან, ისევ აქციაზე მივედი დროშით…“ – უყვება „ბათუმელებს“ ზურა მენთეშაშვილი, რომელიც ამ პატიმრობის დროს შიმშილობდა კიდეც. ის მოსამართლეების ქცევაზე პირად დაკვირვებას გვიზიარებს. „ბიძინას მმართველობის დროს კარგად იცის თითოეულმა მოსამართლემ, რომ მასთან ვინც მოხვდება, ყველა დასასჯელია, ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია… სასამართლო პროცესებზე მხოლოდ მეცინებოდა, მეტი არაფერი,“ – გვიყვება 61 წლის ზურა მენთეშაშვილი. მას გადაკეტილ …
ავარია ქობულეთში, სოფელ ლეღვაში 1 ადამიანი დაიღუპა
ქობულეთში, სოფელ ლეღვაში ერთი ადამიანი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. შემთხვევა დღეს, 24 აგვისტოს მოხდა ღამით. ახალგაზრდა კაცის დაღუპვა, სავარაუდოდ, ავტომანქანის მოცურებამ გამოიწვია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში – ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში – 3 ოქტომბერს შუალედური არჩევნები გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ ორი პარტია – „ლელო“ და „ქართული ოცნება“ დარეგისტრირდა. ცესკომ ორივე პარტიას უკვე განუსაზღვრა საარჩევნო ნომრები: №9 – „ძლიერი საქართველო-ლელო“ და №41 – „ქართული ოცნება“. შუალედური არჩევნებისთვის შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება. აქედან ოთხ საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება …
Continue reading “ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება”
ვინ არის აგვისტოს ომის დაწყებაში დამნაშავე – ინტერვიუ ცნობილ ამერიკელ მკვლევრებთან
ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი ___ როგორც თავის დროზე, ისე დღესაც, ორი ცნობილი ამერიკელი მკვლევარი სრულიად დარწმუნებულია, რომ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმა მოსკოვის მხრიდან ხანგრძლივი, მიზანმიმართული მზადებისა და შორსმიმავალი სტრატეგიული გეგმის შედეგი იყო. საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომელ, მკვლევარი სტივენ ბლენკი და ევრაზიის საკითხთა ექსპერტ, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ მრჩეველ, პოლ გობლი ავტორები არიან კრებულისა: „2008 …
ბათუმის რომელ სკოლებში შეუძლიათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენა
პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. უკვე ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები ბათუმში. შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ ინფორმაციით, პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების შეძენა ბათუმის შემდეგ სკოლებშია შესაძლებელი: მე-8 საჯარო სკოლა მე-20 საჯარო სკოლა მე-5 საჯარო სკოლა ქობულეთში ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლა ხელვაჩაურში სოფელ ხელვაჩაურის პირველი საჯარო სკოლა „ბათუმელები“ დაუკავშირდა განათლების სამინისტროს და …
Continue reading “ბათუმის რომელ სკოლებში შეუძლიათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენა”
„პუტინმა გათვალა ყველაფერი, მაგრამ დაუშვა ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა“ – ზელენსკი
დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი ხალხისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ პუტინს იმედი აქვს უკრაინის დაღლის, თუმცა ის მოკვდავია, უკრაინა კი ამ ბრძოლაში მებრძოლია და არა მსხვერპლი. „უკრაინასთან დაკავშირებულ თავის ყველა გეგმაში პუტინმა ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა. მტერმა დათვალა ჩვენი რესურსები, ჩვენი მარაგები, ჩვენი ტექნიკა, მაგრამ ვერ გაითვალისწინა ის, რაც …
ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინეს. სააგენტოს ცნობით, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კონტროლის ფარგლებში, შპს „აი გემო“ (მისამართი: ქალაქი ბათუმი, მაჭახელას ქ. პირველი შესახვევი N 20) შეამოწმეს. „ინსპექტირების შედეგად ობიექტზე აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, წარმოების და შენახვის პროცესში ჰიგიენური ნორმების დარღვევა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ამავდროულად, ბიზნესოპერატორი ნახევარფაბრიკატების წარმოება/რეალიზაციას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა …
Continue reading “ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინეს”
ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ აჭარაში დააკავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს. „დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – წერს უწყება.
ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინეს – მას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ელის
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინეს. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტებზე. საუბარია თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ საჯარო შესყიდვის საქმეზე, რომლის ფარგლებშიც უკვე არიან დაკავებულები ჯუანშერ ბურჭულაძე და სხვა მაღალჩინოსნები. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებასთან ითანამშრომლა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, …
რუსეთის ქალაქებში დრონები „ოზონის“ ლოჯისტიკურ ცენტრებს დაესხნენ თავს
24 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთში დრონები თავს დაესხა კომპანია „ოზონის“ ლოჯისტიკურ ცენტრებს რუსეთის ქალაქებში: კრასნოდარში, სტავროპოლის მხარეში და დაღესტანში. შუაღამის შემდეგ სოციალურ ქსელებში კრასნოდარში „ოზონზე“ თავდასხმის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა გამოჩნდა, გავრცელდა ინფორმაცია „ოზონის“ საწყობში ხანძრის შესახებ. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა. ამავე დროს, ტელეგრამ-არხის, Astra-ს ცნობით, სტავროპოლის მხარეში, ნევინომისკში, „ოზონის“ დიდი …
Continue reading “რუსეთის ქალაქებში დრონები „ოზონის“ ლოჯისტიკურ ცენტრებს დაესხნენ თავს”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 აგვისტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 24 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 478 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 490. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 293 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 25 211 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 48 519 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 აგვისტო”
1 თვის წინ დააგეს ჩვენს ქუჩაზე ასფალტი, რატომ თხრიან ხელახლა? – ბათუმის მერიის პასუხი
„დაახლოებით ერთი თვის წინ დააგეს აეროპორტის გზატკეცილზე ახალი ასფალტი, როგორც იქნა, სრულად და დაასრულეს სამუშაოები, რატომ თხრიან ხელახლა?“ – კითხულობს მოქალაქე, რომელიც ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ცხოვრობს. ირკვევა, რომ აეროპორტის გზატკეცილზე ამჯერად ტროტუარებს აწყობენ, ასევე ამოტეხილია ავტომანქანის სავალ ნაწილზე ახალი ასფალტის საფარის ნაწილი. „აეროპორტის გზატკეცილზე დაგებულია ორი ფენა ასფალტის საფარი და მესამე ფენისათვის მიმდინარეობს წყალარინების ჭების …
„მოსამართლე ცეკვავა სავარძელში ჩაწვა და ხმა აღარ ამოუღია, ბოლომდე მიგვიშვა“ – პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის
რა მიზანს აღწევს სასამართლო ხელისუფლების ჩართულობით ივანიშვილი? – ეს კითხვა ტროტუარზე დგომისთვის დაპატიმრებულ ადვოკატს მიხეილ ზაქარეიშვილს დავუსვით, იმის გასარკვევად, თუ რამდენად მასშტაბურია ზიანი, რასაც დამოუკიდებლობა დაკარგული სასამართლო დემოკრატიას აყენებს. „კანონი ხომ არ შეიძლება იყოს ასეთი, ტროტუარზე დგომას გიკრძალავდეს? და როცა კანონია ასეთი, ხომ გახსოვთ, როგორ მოიქცა მოსამართლე ხუჭუა? მან თქვა, რომ ანტიკონსტიტუციური კანონებით ვერ გაასამართლებს ვინმეს… …
როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 აგვისტოს 24 საათიდან 24 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით – ზოგან ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 26– 31 გრადუსი სითბო ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: …
ზუგდიდში სამი ქალი გარდაცვლილი იპოვეს
ზუგდიდში, სოფელ ყულიშკარში სამი და სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედრები სახლში მეზობელმა იპოვა. პირველადი ინფორმაციით, დების გარდაცვალების მიზეზი კვებითი ინტოქსიკაცია გახდა. გარდაცვლილი დები 60 წლამდე ასაკის არიან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ბათუმში 22 წლის კაცის ცხედარი ზღვაში იპოვეს
დღეს, 23 აგვისტოს ბათუმში ახალგაზრდა კაცის ცხედარი ზღვაში იპოვეს. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ეს იმ ახალგაზრდა კაცის ცხედარია, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა და ბათუმში ეძებდნენ. დაწყებულია გამოძიება. „ბათუმელები“ ელოდება ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
რა ღირს ახალი თხილის ჩაბარება ბათუმის ბაზარში
ბათუმის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე ახალ თხილს დაახლოებით 5 ლარად შეიძენთ. რაც შეეხება ჩაბარებას, ახალი თხილის ჩაბარების საშუალო ფასი 3-3.5 ლარია, თუმცა შესაძლოა მეთხილემ კილო თხილში ეს ფასიც ვერ აიღოს, თუ თხილის ჩამბარებელი შემთხვევითობის პრინციპით რამდენიმე თხილს გატეხს და აღმოჩნდება, რომ ნაყოფი გაფუჭებულია. მეთხილე 3 ლარს კილო თხილში იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ თხილი სრულიად საღია. „3 …
Continue reading “რა ღირს ახალი თხილის ჩაბარება ბათუმის ბაზარში”
ბათუმში გარდაცვლილი 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ძმა მკვლელობის მუხლით ითხოვს გამოძიების დაწყებას
„ვითხოვ შეიცვალოს საქმეზე კვალიფიკაცია – ეს იყო სავარაუდოდ მკვლელობა და არა თვითმკვლელობა და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მის სექსუალურ ორიენტაციასთან“, – ამბობს კუზმა იაკიმეცი, იგი ბათუმში, მამია კომახიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გარდაცვლილი ტრანსგენდერი კაცის ძმაა. 21 წლის ბიჭის ცხედარი კორპუსში, ერთ-ერთ ბინაში, 2026 წლის 15 აგვისტოს პოლიციელებმა მას შემდეგ იპოვეს, როცა ამ კორპუსში მცხოვრებმა ადამიანებმა …
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 აგვისტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 23 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 476 580 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 310. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 292 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 25 202 ერთეული [+26] საარტილერიო სისტემა – 48 451 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 აგვისტო”
„ოცნება საარჩევნოდ 15 კვადრატის დამატებას დაგვპირდა და გადაგვაგდო“ – რას ჰყვებიან „შანხაის“ დასახლებაში
„ჩემი ბინა 50 კვადრატული მეტრია, ვითხოვდი მინიმუმ 15 კვადრატულის დამატებას, რაზეც უარი გვითხრეს. ამიტომაც ვთქვით უარი ახალ კორპუსზე,“ – ამბობს ბათუმში, ე.წ. „შანხაის დასახლებაში“ მცხოვრები ნაზიბროლა ესებიძე. მის სამეზობლოშიც სხვა ოჯახებსაც უარი უთქვამთ მერიისთვის ე.წ. სოციალურ სახლზე. ბათუმის მერიამ „შანხაის დასახლებაში“ ბიუჯეტში გათვალისწინებული 2 კორპუსიდან მხოლოდ ერთი ააშენა, მეორეს – აღარ აშენებს. „ობიექტურ მიზეზად“ მერია …
„ჰორმუზის სრუტე ისევ უკონტროლო ზონაა, სიტუაცია მიდის გართულებისკენ“ – ინტერვიუ ირანისტთან
„ამ ეტაპზე ჩანს, რომ ორივე მხარე სამხედრო ოპერაციისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს… სიტუაცია მიდის გართულებისაკენ. მე ვერ ვხედავ უახლოეს მომავალში ამერიკა-ისრაელმა და ირანმა, რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ,“ – ამბობს ირანისტი ვასილ ღლონტი. მას ვესაუბრეთ ტრამპის მიერ დაანონსებულ „გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციაზე ირანის წინააღმდეგ“. ირანისტის დაკვირვებით, ირანის დამარცხება მხოლოდ სანქციებით და ეკონომიკური ბლოკადით რთული იქნება, თანაც ამ ომში ჩართულ …
რუსეთში უკრაინული დრონების სამიზნე ამჯერად „ოზონის“ საწყობი გახდა
22 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის ძალებმა პირველი წარმატებული დარტყმა განახორციელეს რუსეთში, სამარის ოლქში, ჩაპაევსკში მდებარე „ოზონის“ ლოჯისტიკურ ცენტრზე, რამაც ობიექტში მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. ტელეგრამზე გავრცელებული ინფრომაციისა და ფოტო-ვიდეომასალის თანახმად, დრონების დარტყმამ მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. ხანძარმა სწრაფად მოიცვა დიდი ტერიტორია, ობიექტიდან კი კვამლის სქელი ღრუბელი ამოდის. „ოზონი“ რუსეთის ონლაინ საცალო ბაზარზე სიდიდით მეორე კომპანიაა Wildberries-ის შემდეგ. ეს …
Continue reading “რუსეთში უკრაინული დრონების სამიზნე ამჯერად „ოზონის“ საწყობი გახდა”
ერთ-ერთი ბანკის კომპიუტერულ სისტემაში ჩაერივნენ, ზიანი 374 715 ლარია – შსს
შსს-ს ინფორმაციით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში ჯგუფურად, უნებართვოდ ჩარევის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, „დაკავებულებმა ერთ-ერთი ბანკის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო ჩარევით დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის მიღება განიზრახეს. ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გეგმა სისრულეში მოიყვანეს – ბანკის კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში ჯგუფურად, უნებართვოდ ჩაერივნენ, რის შედეგადაც ბანკს 374 715 ლარის ოდენობის ფინანსური ზიანი მიაყენეს,“ – …
Continue reading “ერთ-ერთი ბანკის კომპიუტერულ სისტემაში ჩაერივნენ, ზიანი 374 715 ლარია – შსს”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 აგვისტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 22 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 475 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 240. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები] ტანკი – 12 292 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 25 176 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 48 382 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 აგვისტო”
ბათუმის მერია სოციალურ სახლს აღარ ააშენებს – 32 მილიონ ლარად 2 კორპუსი უნდა აშენებულიყო
ბათუმის მერიას „შანხაის დასახლებაში“ 2026 წლის ბოლომდე ორი მრავალსართულიანი კორპუსი უნდა აეშენებინა, რაზედაც თავის დროზე ხელშეკრულება 32 მილიონ ლარზე იყო გაფორმებული. მშენებლობა სამი წლის წინ ტენდერში გამარჯვებულმა „ანაგიმ“ დაიწყო, თუმცა 2026 წელს კომპანია და მერია შეთანხმდა, რომ ორიდან ერთი კორპუსი აღარ აშენდება. ამ შეთანხმების „ობიექტურ მიზეზად“ კი დასახელებულია მოსახლეობა, რომელიც თურმე „ბარაკებიდან“ ვერ გამოასახლეს. ვინაიდან …
„არ დამერიცხა, რატომ?“ – სოცდახმარების „ბაზის გაწმენდის“ შესწავლას სახალხო დამცველს სთხოვენ
„დაირიცხა სოციალურები თუ არა?“ – ყოველი თვის 20 რიცხვში ეს არის კითხვა, რომელიც სოციალურად დაუცველთა მიერ შექმნილ ფეისბუქ ჯგუფებში იწერება. ათასობით სოციალურად დაუცველი, რომელიც გადამოწმებაში მოჰყვა, სწორედ 20 რიცხვში იგებს, რომ სოცდახმარების გარეშე დარჩა. „არ დამერიცხა, სად გავარკვიო, რატომ არ დაირიცხა?“ – კითხულობს ერთი მოქალაქე. „3 აგვისტოს მოვიდა ქულა, შეგვამოწმეს, არ დამრიცხვია, ნეტავ რატომ?“ – …
„ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვერცერთი წერილი ვერ შევიდოდა ღარიბაშვილთან“ – რა ხდება ივანიშვილის დაჯგუფებაში
„არავითარი კობახიძე და არავითარი მდინარაძე არ არსებობს. ეს არის მხოლოდ სახელი და გვარი – მეტი არაფერი. არც ირაკლი ღარიბაშვილი არსებობს – ფუღუროა, ფუტურო, ხომ ამჩნევთ? ამდენი რამის შემდეგ კიდევ სიყვარულს ეფიცება კაცი ციხიდან. არსებობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მურმან დუმბაძე, რომელიც ივანიშვილის გუნდის ყოფილი წევრია. მურმან დუმბაძეს ვესაუბრეთ ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ წერილებზე …
ბაგრატის ტაძართან მუზეუმ-ნაკრძალი ბალახითაა დაფარული – რას ამბობს სააგენტო
თბილისის მუზეუმების გაერთიანების თანამშრომელი გვანცა ბერძენიშვილი, რომელიც 20 აგვისტოს ქუთაისში ბაგრატის ტაძრის მიმდებარე მუზეუმ-ნაკრძალში იმყოფებოდა, გვიყვება იმის შესახებ, თუ როგორ არის ჯაგნარსა და ბალახებში ჩაფლული უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ნაშთები. მუზეუმ-ნაკრძალი ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზეა. მუზეუმ-ნაკრძალში, ბაგრატის ტაძრის უკან არსებული გალავნის იქეთ, რუსუდან მეფის დროინდელი კარის ეკლესიისა და სასახლეების ნაშთებია, რომლებიც ბალახითაა დაფარული. ნახეთ ვიდეო: …
Continue reading “ბაგრატის ტაძართან მუზეუმ-ნაკრძალი ბალახითაა დაფარული – რას ამბობს სააგენტო”
რატომ „ბატონო მოსამართლევ“, როცა მოსამართლე ქალია? – ძალაუფლების ენა ქართულ სასამართლოში
ავტორი: თამარ ჩხიკვაძე ___________________ სასამართლო არის ინსტიტუცია, რომელიც საზოგადოების წინაშე თანასწორობის, მიუკერძოებლობისა და ადამიანის ღირსების დაცვის უმაღლეს სტანდარტს უნდა წარმოადგენდეს. მართლმსაჯულება მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებებით არ ხორციელდება, იგი გამოიხატება იმ ყოველდღიურ პროფესიულ კულტურაშიც, რომელსაც სასამართლო ქმნის. ამ კულტურის განუყოფელი ნაწილია ენა, რომლითაც სასამართლო პროცესის მონაწილეები ერთმანეთს მიმართავენ. ენა არ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება. იგი ასახავს და, …
„მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა“ – ბრალდებულს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება
პროკურატურამ სქესობრივი კავშირის იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი კადრების გავრცელების მუქარით, დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა, ხოლო უარის მიღების შემდეგ სოციალური ქსელის გამოყენებით დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები გაავრცელა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით …
ყველაზე სისხლიანი ზაფხული უკრაინაში და მოახლოებული ზამთრის შიში – რა თქვეს ვაშინგტონში
ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი ___ რუსულმა იერიშებმა მიმდინარე ზაფხული უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ბოლო წლების ყველაზე სისხლიან პერიოდად აქცია. ქალაქებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განუწყვეტელი დაბომბვა ადამიანურ ტანჯვას უმაღლეს ნიშნულამდე ზრდის, რის გამოც მილიონობით ადამიანი მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. ვაშინგტონში გავლენიანმა ორგანიზაციამ „ატლანტიკური საბჭო“ სწორედ ეს რეალობა განიხილა და ადგილზე არსებული კრიტიკული სიტუაცია წარმოაჩინა. „ამ წელს, ყოველ …
რუსეთში, ქალაქ პერმში დრონები „ლუკოილის“ ქარხანას დაესხნენ თავს
21 აგვისტოს უკრაინული დრონები თავს დაესხნენ რუსეთის ქალაქ პერმს, სადაც მდებარეობს „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ტელეგრამ-არხები, რომლებიც სისტემატურად აშუქებენ რუსეთ-უკრაინის ომს, წერენ, რომ თავდასხმის სამიზნე პერმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც უკრაინიდან 1500 კმ-ზე მეტ მანძილზე მდებარეობს. პერმის ხელისუფლება ადასტურებს დრონების თავდასხმას. ტელეგრამ არხის, Astra-ს ცნობით, „ველიკოიე სავინოს“ აეროპორტმა შეაჩერა მუშაობა. პერმის ზოგიერთ რაიონში ისმის ძლიერი აფეთქებების ხმა. …
Continue reading “რუსეთში, ქალაქ პერმში დრონები „ლუკოილის“ ქარხანას დაესხნენ თავს”
ბულვარში ადმინისტრაცია სკვერს აწყობს – რატომ იხდის „ორბი“ ?
ბათუმის ბულვარში – დელფინარიუმისა და საზღვაო აკადემიის გასწვრივ, სკვერის აწყობენ. ამ სამუშაოების შესრულებაზე არც ტენდერი გამოუცხადებიათ და, შესაბამისად, არც ხელშეკრულება დაუდია ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას. „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციაში მხოლოდ ის დაგვიდასტურეს, რომ კერძო კომპანიას ბიუჯეტიდან ფულს არ უხდიან: „კერძო სექტორი აკეთებს. კეთილი ჟესტის ამბავში აწესრიგებს ტერიტორიას კომპანია, რომელიც საჯაროდ არის გამოკრული საინფორმაციო დაფაზე, შეთანხმების ამბავია. ჩვენი …
Continue reading “ბულვარში ადმინისტრაცია სკვერს აწყობს – რატომ იხდის „ორბი“ ?”
„ეს არის საბოტაჟი ქართული კინოსა და კულტურის წინააღმდეგ“ – როგორ ებრძვის კინოცენტრი რეჟისორს
ქართველ რეჟისორ, უტა ბერიას ეროვნულმა კინოცენტრმა არ მისცა ნებართვა ლოკარნოს საერთაშორისო ფესტივალზე საჯაროდ ეჩვენებინა ფილმი „ცრემლსადენი გაზი“. რეჟისორი ამას ცენზურის მცდელობად აფასებს, კინოცენტრი კი თავს იმართლებს და ამბობს, რომ „ვინაიდან ფილმის დასრულებული ვერსია საპროდიუსერო კომპანიამ არ წარუდგინა ეროვნულ კინოცენტრს, შეუძლებელი გახდა, დადგენილი პროცედურების შესაბამისად, ფილმის საჯარო ჩვენებაზე თანხმობის გაცემა“. აკრძალვის მიუხედავად, ფილმის პრემიერა ფესტივალზე შედგა …