ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 14 აგვისტოს, ბათუმში, ფიროსმანისა და შარტავას ქუჩების კვეთაში.

ავარიის შედეგად 3 მსუბუქი ავტომანქანა დაზიანდა. შემთხვევა ზებრა გადასასვლეზე მოხდა, ერთი ავტომანქანა ტროტუარზე ავრდა და სამშენებლო ღობეს შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე მყოფი სამართალდამცავების თქმით, არავინ დაშავებულა.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევის გამო გამოძახება არ დაფიქსირებულა.

ავარია ბათუმში / 14.08.2024
ავარია ბათუმში / 14.08.2024
ავარია ბათუმში / 14.08.2024

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version