აჭარაში პროგრამა „დანერგე მომავალის“ ფარგლებში ახალი მოცვის ბაღები გაშენდება

აჭარის რეგიონში 9 ჰა მიწის ფართობზე ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება. ორმა ბენეფიციარმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში დაფინანსება მიიღო, ჯამურად 119 307.00 ლარი. დღეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის  -„დანერგე მომავალი“ – მენეჯერმა ლევან დოლიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აჭარაში, ქობულეთის რაიონის სოფელ გვარაში დაათვალიერეს პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, დავით ცენტერაძის …

შაკიკი, თავბრუხვევა და რადიკულიტი – როდის გჭირდებათ ვიზიტი ნევროლოგთან

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ნევროლოგიურ კაბინეტს ყველაზე ხშირად ის პაციენტები მიმართავენ, რომელთაც თავის ტკივილი, თავბრუხვევა, შაკიკი და რევმატიზმი აწუხებთ. თუ კი ეს ან სხვა ნევროლოგიური დაავადებები გაწუხებთ, დროა ნევროლოგთან ვიზიტი დაგეგმოთ. ნევროლოგიური დაავადებების ჯგუფს თავისა და ზურგის ტვინის და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები მიეკუთვნება. ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ექიმ-ნევროლოგის, ნინო ფილიას თქმით, გაზაფხულზე, ტემპერატურის ცვლილებასთან …

„რეზერვი ეს არის ჯარი და საზოგადოება ერთად“

მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფცია  პარლამენტარებთან განიხილეს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტის განხილვის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა. ამჯერად დისკუსია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებთან ერთად გამართეს. კანონმდებლებს კონცეფ­ციის პროექტის შესახებ პრეზენტაცია გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის რეზერვისა და …

გთავაზობთ მითების სერიას, რომელიც საზოგადოებაში ანტიდასავლური პროპაგანდის შედეგად გაჩენილი მითებისა და კითხვების საპასუხოდ მომზადდა

მოსაზრება, რომ NATO აგრესიული ორგანიზაციაა და მას მოაქვს დესტაბილიზაცია, მცდარია. სინამდვილეში, NATO-ს მთავარი მიზანი არის ევროატლანტიკურ არეალში მშვიდობის უზრუნველყოფა. NATO არის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომელიც დააარსა 12-მა სახელმწიფომ. დღეს მასში 28 ქვეყანაა გაერთიანებული. თითოეულ წევრ ქვეყანას NATO-ს წევრობამ მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება მოუტანა, რამაც ევროპის კონტინენტზე მშვიდობის შენარჩუნება უზრუნველყო. NATO თავისი არსით კოლექტიური თავდაცვითი ფუნქციის …

„მოსახლეობამ უნდა იცოდეს ნატოს როლის შესახებ საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში“

ინტერვიუ თავდაცვის მინისტრის მრჩეველთან,  შოთა ღვინერიასთან 2016 წლის 4 აპრილს ნატოს კვირეული ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით გაიხსნა. ორდღიანი ფორუმი საქართველოში, თბილისში პირველად გაიმართა, ნატოს საინფორმაციო ცენტრის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და  საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ორგანიზებით. რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ამ ტიპის ფორუმის საქართველოში ჩატარება და შედეგები, …

მიჰეა მოტოჩი: რუმინეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას

„რუმინეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“ – რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი მიჰეა მოტოჩი საქართველო შავი ზღვის რეგიონში რუმინეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია, ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია ნატოსა და ევროკავშირისთვის. რუმინეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო გავაფართოოთ ორმხრივი ურთიერთობები. თავდაცვის სფეროში ახალი შესაძლებლობები დავსახეთ, განსაკუთრებით ვგეგმავთ თანამშრომლობის გაფართოებას სამხედრო …

JTEC არის პასუხი იმაზე თუ რა სჭირდება საქართველოს – ინტერვიუ ვიცე-პოლკოვნიკ კრისტიან ემაუსთან

ვიცე-პოლკოვნიკი ოლე კრისტიან ემაუსი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) მრჩეველთა ჯგუფის ლიდერია. მას აქვს  22-წლიანი სამხედრო გამოცდილება ნორვეგიის შეიარაღებულ ძალებში, ის არის JTEC-ის პროექტის ხელმძღვანელი ნატოს მხრიდან და წარმოადგენს ნორვეგიას, როგორც პროექტის მხარდამჭერ სახელმწიფოს. რა მისიით იმყოფებით საქართველოში? საქართველოში ჩემი მისია ნატოს მხრიდან JTEC -ის ხელმძღვანელობაა. ამ პროექტის ლიდერობა …

რეკრუტები ქმნიან მომავლის არმიას

ჩვენს რეალობაში სამხედრო სამსახურზე არცთუ ცოტა ახალგაზრდას უოცნებია. ალბათ ყველაზე პატრიოტული ოცნება ოცნებათა შორის სწორედ ეს არის: გახდე საქართველოს ჯარისკაცი და ემსახურო ქვეყანას. გმირების, წარმატებული ჯარისკაცების მაგალითმა თავისი შედეგი უკვე გამოიღო. დღეს ქართულ ჯარში, არმიის მოდერნიზაციისა და განვითარების პროცესის კვალდაკვალ, ჩარიცხვის მსურველთა რიცხვი, დღითი დღე იზრდება. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მიერ ორგანიზებული განახლებული კურსი ამის …

ქართული სახელმწიფოს ამოცანაა, რომ ვარშავის შემდეგ საქართველო იყოს გაცილებით უფრო ძლიერი

„მოლოდინები ვარშავის სამიტის მიმართ ჩვენს ქვეყანაში ძალიან მაღალია. ყველაზე მნიშვნელოვანია, ნატოს წევრი ქვეყნები ვარშავის სამიტიდან გამოვიდნენ კიდევ უფრო ერთიანნი, კიდევ უფრო ძლიერნი. ჩვენი, როგორც ნატოს პარტნიორი, ასპირანტი ქვეყნის ამოცანა არის ამ ერთობაში ვიყოთ თანამონაწილე. ვარშავაში არ უნდა იყოს საკითხები, რომლებიც გაყოფს ნატოს. რომლებიც ვინმეს შეუქმნის იმის განცდას, რომ არსებობს მთავარი დღის წესრიგები ნატოს წევრ სხვადასხვა …

„ცოდნა ძალაა ჯარისკაცისთვის, ოფიცრისთვის, სერჟანტისთვის“

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი მეთაურ, ვიცე-პოლკოვნიკ ლაშა დავითაძეს აშშ-ში საზღვაო ქვეითთა ბაზაზე, საშტაბო სამეთაურო კურსის გასავლელად აცილებს. ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა დავითაძე სასწავლო დაწესებულებას 3 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. მასვე ეკუთვნის მნიშვნელოვანი რეფორმები სასწავლო ცენტრის განვითარებისთვის. პირადი შემადგენლობა განსაკუთრებულ წარმატებად ინფრასტრუქტურულ პროექტებს და სასწავლო კურსებს ასახელებს. ლაშა დავითაძე უამრავი სამხედრო ჯილდოს მფლობელია. ოფიცრის წოდება გერმანიაში მიიღო, …

„ვაქციოთ საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტიორ ქვეყნად“

ჩვენმა ხელისუფლებამ მოსვლის დღიდან მთავარ პრიორიტეტად აგრარული სექტორი დაასახელა. სოფლის მეურნეობის  სამინისტროს მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრა, რომელსაც ქვეყნის პოლიტიკური კურსის ერთგულების პასუხისმგებლობაც მოჰყვა და სამინისტრომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სამოქმედო გეგმიდან უამრავი რეკომენდაცია მიიღო. რა ძირითადი პრიორიტეტების გათვალისწინებით მუშაობს სამინისტრო, რამდენად წარმატებით ასრულებს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს? რა პრობლემებია? სწორედ ამ თემებზე ესაუბრა გაზეთი „პრაიმტაიმი“ სოფლის მეურნეობის …

“მინიბოსი” – სკოლა მოსწავლეებისთვის, რომელთაც ბიზნესი აინტერესებთ

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესსკოლების ქსელის „მინიბოსის~ ბათუმის ფილიალმა საგანმანათლებლო საქმიანობა დაიწყო. ბიზნესსკოლა „მინიბოსი“ ქმნის 6-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სამეწარმეო საქმიანობის შემსწავლელ ინოვაციურ, ევროპულ საგანმანათლებლო პროდუქტს, რომელიც გამოუმუშავებს მოზარდებს სამეწარმეო საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს. „მინიბოსი“ საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, ადრეულ ასაკში დასახონ მიზანი და იყვნენ მოტივირებულები, რათა გაიზარდონ როგორც მომავალი ბიზნესმენები. სასწავლო პროცესი 8 ეტაპს …

ფოტოკონკურსი კომპანია „ანაგისგან“

სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აცხადებს ფოტოკონკურსს. კონკურსი ცხადდება სამ თემაზე: ქალაქი და ადამიანები ევროპისკენ თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა კონკურსის პირობების თანახმად თითოეული მონაწილე თავისუფალია ცალკეული თემის ფოკუსის გადაწყვეტაში, თუმცა კონკურსის ორგანიზატორები მიესალმებიან ორიგინალურ მიდგომებსა და განსხვავებულ ხედვებს სტუდენტების მხრიდან ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა, მაგალითად: ქალაქების განვითარების პოლიტიკა, საქართველოს ევროპული პერსპექტივა, თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა. …

რა პრობლემებს აწყდება მოსახლეობა სოფლის კრებების ჩამოყალიბებისას

„რამდენიმე ათეული წელი გავიდა, რაც ხალხს არავინ არაფერს ეკითხებოდა და ამან თავისი ცუდი შედეგი გამოიღო. ახლა ჩვენ ამ შედეგის დაძლევა გვიწევს“ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში  მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებისათვის მუნიციპალიტეტებში სოფლის საერთო კრებების ჩატარება უკვე დაიწყო. თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აღნიშნავს, მოსახლეობის ინფორმირების და კრებების ჩამოყალიბების კუთხით, პრობლემები  არსებობს. საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წლის 22 ივლისს …

ქართული ღვინისა და სამზარეულოს წარდგენა ლონდონში

17-18 აპრილს,  დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, ლონდონში ნატურალური ღვინის საერთაშორისო გამოფენა „Real Wine Fair”  ტარდება.  სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში  7 ქართული ნატურალური ღვინის მწარმოებელი კომპანია –   „ხოხბის ცრემლები“, „ოქროს ღვინო“,  „ნიკოლაძეების მარანი“,  „მანდილი“, „იაგოს ღვინო“, „ატენური“ და „იბერიელი“ მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში ორი ღონისძიება – ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი და “The Georgian Supra” …

მთავრობის სხდომაზე თხილის  შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა და მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც თხილის ექსპორტის, იმპორტის, ხარისხის და ეტიკეტირების საკითხებს დაარეგულირებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, საერთაშორისო ბაზრებზე ქართულ თხილზე მოთხოვნა მზარდია. „ქართული თხილის დიდი საექსპორტო პოტენციალის გათვალისწინებით, ჩვენ ამ პროდუქტის წარმოების პერსპექტივა გვაქვს. 2014-15 წლებში, ევროკავშირში ქართული თხილის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა …

შეხვედრა იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG)  წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი სოფლად განვითარების პროექტის ფარგლებში, იტალიის გამოცდილების გაზიარება და ამ კუთხით, სოფლად განვითარების პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებისთვის სემინარის მომზადების საორგანიზაციო საკითხების განხილვა იყო. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა სოფლის …

ქართული ღვინის წარდგენა პეკინის „როტარი კლუბის“ შეხვედრაზე

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქში,  სასტუმრო „კემპინსკში“, გამართულ პეკინის „როტარი კლუბის“ (Rotary Club of Beijing) შეხვედრაზე, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია და საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა, რაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. შეხვედრაზე სიტყვით საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ჩინეთში, დავით აფციაური  გამოვიდა და სტუმრებს საქართველო და ქართული ღვინის კულტურა გააცნო.  ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა …

სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიწის კონსოლიდაციის საკითხებზე იმსჯელეს

მიწის კონსოლიდაციის კონცეფციის შემუშავების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი ხელმძღვანელობდა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მიწის კონსოლიდაციის კონცეფციის შემუშავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მიწების აღრიცხვიანობის, გადასახადების დარეგულირებისა და მცირე ზომის მიწის ნაკვეთების კონსოლიდაციის მექანიზმის შემუშავება ქვეყანისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს. გამოცდილების გაზიარების მიზნით, ევროპული ქვეყნების მიწის კონსოლიდირების …

შუახევიჰესის სამშენებლო სამუშაოების 75% დასრულებულია

შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ ბათუმის ოფისი საქართველო, ბათუმი 6010 ი. აბაშიძის ქ.6 ტელ: 0422 27 12 17 ელ-ფოსტა: info@agl.com.ge თბილისის ოფისი შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ საქართველო, თბილისი, ბროსეს ქ. 2 ტელ: (+ 995 32) 2 244211 www.agl.com.ge

Exit mobile version